თბილისის საქალაქო სასამართლოს მოხელეთა ნაწილი, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადებით, დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციურად მუშაობა სასამართლოს საქმიანობას შეაფერხებს.
„დისტანციური შრომის რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში გაშვებას, ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილება შრომის ეფექტიანობას არ შეამცირებს.
საჭიროების შემთხვევაში დისტანციური შრომის რეჟიმზე მყოფი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში მოთხოვნისთანავე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
კომენტარები