გირჩი მეტი თავისუფლების” პრაიმერისში ცოტნე კობერიძემ გაიმარჯვა. მან 72.%-იანი მხარდაჭერა მიიღო.
27%-მა დაუჭირა მხარი მეორე მონაწილეს – იმედა კლდიაშვილს.
შესაბამისად, თბილისის ვიცე მერობის ერთიანი კანდიდატი ოპოზიციიდან ცოტნე კობერიძე იქნება.
“გირჩი მეტი თავისუფლების” საიტზე პრაიმერისი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, 15 აგვისტოს “ევროპული საქართველო”, “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება”, ადგილობრივი არჩევნებისთვის თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს ერთობლივად წარადგენენ. ამასთან, თბილისში “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ კანდიდატებს არ წარადგენს.
მერობის კანდიდატად წარდგენილია ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის – ელენე ხოშტარია.
კომენტარები