“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2024 წელს თბილისობის ღონისძიებები 2023 წელთან შედარებით ₾379 ათასით მეტი დაჯდა.
2024 წელს თბილისობის ღონისძიებები 2023 წელთან შედარებით ₾379 ათასით მეტი დაჯდა.
თბილისის მერიამ არც ახლა უღალატა ტრადიციას და მომსახურებები ტენდერის გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვებით შეიძინა.
მაგალითისთვის, “ქართული ესტრადის კონცერტები” გამარტივებული შესყიდვით ₾337 ათასი, ხოლო “გაუსინჯე თბილისს გემო” ₾285 ათასი დაჯდა.
₾400 ათასს აღემატება მცხეთობის ღონისძიებებში დახარჯული თანხა, მათ შორის – ₾25 ათასი ნუცა ბუზალაძის სოლო კონცერტში გადაიხადეს.
კომენტარები