თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში 126 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანენ. ამის შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისივე თქმით, ტენდერში Tegeta Motors-მა გაიმარჯვა და კომპანია გაზზე მომუშავე, BMC-ის მარკის ავტობუსებს თურქეთიდან შემოიყვანს.
“რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ დამატებით ახალი ავტობუსების შესყიდვას. ჩვენ არამხოლოდ ძველი ავტობუსების ჩანაცვლებით შემოვიფარგლებით, არამედ გვინდა, კიდევ, დამატებით შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები… ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმუმ ათი წუთი იყოს მოცდის დრო. გარდა ამისა, შემდეგი ეტაპი არის 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც ძალიან მალე გამოჩნდება” – აღნიშნა კახა კალაძემ.
კომენტარები