ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში ერთ-ერთი ავარიული სახლის ჭერი ჩამოიშალა.
ადგილობრივი მაცხოვრებლები “ფორმულასთან” ამბობენ:
„სამხარაულის დასკვნა გვაქვს ისეთი, ადამიანი შეიძლება შიშისგან დავარდე. ყველა პრემიერთან მისაღებში, მერიაში, საკრებულოში, თუ სადმე შეიძლება, ყველგან გვაქვს განცხადება დატოვებული. ატომური ბომბის ტოლფასი დასკვნა დატოვებული მაქვს ყველგან.”
“ეს სახლი შეიძლება ყოველ წამს წამოვიდეს… ყველა ინსტანციას მივმართეთ… რეაგირება არავის აქვს, მოდიან, სურათებს გადაიღებენ, შეიცხადებენ და გეუბნებიან, დაცალეთ და წადითო… ჩემ ოჯახში ორი ოჯახი ვცხოვრობთ, 4 არასრუწლოვანი ბავშვია. ყოველთვის ვართ იმის შიშით, დილა რომ გათენდება მშვიდობა თუ იქნება…”
“არც ანგრევენ, არც არემონტებენ. კედლები, რკინები, აგურები ცვივა…”
კომენტარები