თბილისში ბათუმელების მარშია – მსვლელობის მონაწილეები, რომელთა უმრავლესობა დედაქალაქში ზღვისპირა ქალაქიდან სპეციალურად პროტესტის გამოსახატად ჩამოვიდა, პოლიტპატიმრების სასწრაფოდ გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ იმყოფებიან, სადაც ცოტა ხანი გაჩერდებიან და შემდეგ პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.
“მხოლოდ ივანიშვილი და მისი ბოკვერები უშლიან ქვეყანას ხელს, მიიღოს ის თავისუფლება, რომელსაც იმსახურებს, ამიტომაც ბათუმელები, როგროც დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვდგავართ იქ, სადაც არის ისტორიის სწორი მხარე და ისტორიის სწორი მხარეს არის ერთი, ჩვენი ქვეყნის დასავლურ სივრცეში ინტეგრაცია. ამიტომ, ორი მოთხოვნა გვაქვს, ახალი არჩევნები და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებსი გათავისუფლება” – ამბობს აქციის მონაწილე ტვ პირველთან.
კომენტარები