თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის მიმდებარედ, ბუნებრივი აირის მილი აფეთქდა, რის შედეგადაც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ კაბელებს ცეცხლი წაეკიდა.
ხანძარი ლიკვიდირებულია სახანძრო სამსახურის მიერ და ამ დროინდელი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა ფიზიკურად. თუმცა, აფეთქების შედეგად, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა საბურთალოს რაიონში მაცხოვრებელი 20 000–მდე აბონენტი.
“ალია” დაუკავშირდა “თელასს”, სადაც გვითხრეს, რომ როგორც კი მილებში ბუნებრივი აირი გადაიკეტება, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, ბრიგადები ადგილზე არიან.
განახლება:
ბოლო ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო და 2-2,5 საათი დასჭირდება.
მასალის განახლება:
გამომდინარე იქედან, რომ თითქმის ყველა ელექტროგადამცემი კაბელი დაზიანებულია, აღდგენით სამუშაოებს დამატებით დასჭირდება დრო, როგორც თელასში გვითხრეს, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 00,00 საათიდან,
კომენტარები