თბილისში ერთ-ერთი საავტომობილო ცენტრი დროებით დაიკეტა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა მამაკაცი იმ ხუთ ინფიცირებულს შორის არის, რომლის შესახებ ინფორმაცია დილით ოფიციალურად დადასტურდა.
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც მის მეუღლეს, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინეს.
თავის მხრივ, აღნიშნული ქალბატონის ინფიცირების წყარო იტალიიდან ჩამოსული თანამშრომელია, რომელიც ასევე კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას გადის.
კომენტარები