თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი, ინდოეთის მოქალაქის სიკვდილით დასრულდა. მას ჭრილობები მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა, რამაც ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„ალიას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კომენტარები