თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც გადავარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
კომენტარები