ეს შემზარავი ამბავი თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა… მამა, რომელიც შვილზე ძალადობდა და მოზარდი ჯაჭვით დააბა, უკვე გასამართლებულია და 10-წლიან სასჯელს ციხეში იხდის.
ამ ფოტოზე, ეზოში ჯაჭვით მიბმული ბავშვია ასახული. ფოტო რეალურია, რომელიც სისხლის სამართლის საქმეშუ მტკიცებულებად დევს, ისევე როგორც 14 წლის ბავშვის ჩვენება, სადაც ასეთ ამბავს ყვება:
„მამაჩემმა მაისში ორჯერ დამაბა. ჩვენი საცხოვრებლის ეზოში, ვაზის ტალავერზე ჯაჭვით. მან ამ დაბმით დამსაჯა იმის გამო, რომ გარკვეული პერიოდის წინ, მოვიპარე სახლიდან ფული. თუმცა იგი სხვა დროსაც არაერთხელ გამბრაზებია. ხშირად მეჩხუბებოდა, მიყვიროდა და აგრესიულად იყო განწყობილი. მე მის სიყვარულს ვერ ვგრძნობდი. მიშლიდა ბურთის თამაშს, ეზოდან როცა გავდიოდი საცემრად იწევდა…
სახლში შემიყვანა. ჯაჭვით დამაბა. დაბმის შემდეგ მაჭამა ყველი და პური. დაახლოებით 21 საათისთვის დაძინება დავაპირე და მამაჩემმა ფეხზე მომხსნა ჯაჭვი და ყელზე შემომახვია. მერე ისევ საწოლის ფეხზე მიმაბა ისე, რომ ვერ გავხსნიდი, რადგან ბოქლომი ედო. მთელი ღამე ჯაჭვით დაბმულს მეძინა. მერე დილით ისევ ტალავერზე უნდა დავები. მე დავიწყე ტირილი და ვუთხარი, რომ ასე არ შემეძლო. ფეხზე შემოხვეული მქონდა ტომარა, რომ დაზიანება არ შემტყობოდა“, – წერს ბიჭი ჩვენებაში.
პრაიმტაიმი
კომენტარები