2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემით ჩატარების შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზივიის გეგმა B ცნობილია.
ჩაგდებული პროპორციული არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმდა, რომ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ახალი მაჟორიტარული ფრონტი გახსნას და მოქმედი საარჩევნო სისტემის პირობებშიც დაამარცხოს ხელისუფლება.
“მთავარი არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ოპოზიციის ყველა ლიდერი მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი მხარს დაუჭერს, შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა მის მიერვე დაგეგმილი ტრიუკის მსხვერპლი გახდეს.
“მთავარის” ინფორმაციით, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, ზაალ უდუმაშვილი.
კომენტარები