23 ივნისის 22:00 საათიდან 25 ივნისის დილის 10:00 საათამდე გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.
წყლის შეწყვეტის მიზეზად ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩატარება სახელდება.
„23 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებითი სამუშაობი ჩატარდება და ასევე, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
გადაუდებელი სამუშაოები 23 ივნისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 23 ივნისს 22:00 საათიდან 25 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში – ზღვის უბნის III მ/რ-ს I კვარტლის N1, N8-9, N18- 22ვ კორპუსებს; IV მ/რ-ს; XI მ/რ-ს I- IV კვარტალებს, ზღვის უბნის IV, IX-X კვარტლებს; დადიანის ქუჩას, დადიანის II მ/რ-ს, სანზონის კორპუსებს, გურამიშვილის გამზირს, მანჯგალაძის, ვეშაპურის, ხიმშიაშვილის, მირზაანის, თოდრიას, ჟღენტის, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჯანელიძის, ურიდიას, ზვარეთის, ერისთავის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, რკინიგზის, ღრმაღელეს, ლიახვის, რიონჰესის, ქუთათელაძის, ნოსტეს, სტურუას, მესხიშვილის, ორბეთის და მიმდებარე ქუჩებს
გლდანის რაიონში – გლდანის I-IV და “ა” მიკრორაიონებს, შეშელიძის, ვეკუას, გმირ კურსანტთა, ქერჩის, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებს; თიანეთის გზატკეცილს
ჩუღურეთის რაიონში – ლალიონის, ვეშაპურის, მეუნარგიას და ზაზიშვილის ქუჩებს“, – აღნიშნულია „ჯივიპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები