ტვ პირველის ინფორმაციით, ძველ თბილისში ხარფუხის ქუჩა ამ წუთებში პოლიციას აქვს გადაკეტილი. ადგილზეა მობილიზებული სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. ადგილობრივებმა ნგრევის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსულებმა კი დაინახეს, რომ ორ სართულიანი შენობა სრულად ჩამონგრეული იყო.
ხარფუხის ქუჩაზე შეწყვეტილია გაზის მიწოდებაც.
ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი ტრაქტორი.
მედიასთან, ადგილობრივი მაცხოვრებელი ამბობს:
ხმაურზე გამოვედი და ვნახე, რომ ჩემი სახლის ნახევარი მხარე წასულია, ჩამონგრეულია. გაზს აბრალებენ, მაგრამ გაზის მილს დაეცა შენობის ნაწილი და ძირს ჩააგდო.
სასტუმროს მშენებლობა ჩემი სახლის გვერდით 4 თვეა, რაც მიმდინარეობს. ანგრევენ, თხრიან ყველაფერს. არ ვიცი, მერიაში რამდენი განცხადება არის შესული ჩვენგან, რომ მოგვხედონ, გააკეთონ გამაგრება. კაციშვილს არ აინტერესებს ჩვენი ამბავი – ამბობს ხარფუხის ქუჩის მაცხოვრებელი.
კომენტარები