დღეს, თბილისში, გაიმართა ცნობილი სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო კონფერენცია – ,,კავკასია საერთაშორისო ურთიერთობებში”. აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის კვლევის კავკასიის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის დამსახურებულმა მეცნიერებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა.
ზემოხსენებულ კონფერენციაზე საუკეთესო ნაშრომისა და მოხსენებისათვის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა სამართლის მაგისტრსა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ექსპერტს – გიგა გაზდელიანს.
გიგა გაზდელიანი, სამართლის მაგისტრი და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ექსპერტი:
– ინტელექტუალური საკუთრების, როგორც რბილი ძალის გამოყენების საკითხი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში დიდ პრობლემას წარმოადგენს და იგი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.
გიგა გაზდელიანისათვის ზემოაღნიშნული აღიარების მომტანი ნაშრომი “ინტელექტუალური საკუთრება, როგორც რბილი ძალა და რუსეთის გავლენა საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის სფეროში”, არ არის მისი პირველი კვლევა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და განსაკუთრებით აღსანიშნავია 2014 წელს ჟურნალ “Copyright”-ში გამოცემული სტატია საავტორო ჰონორარის შეგროვების პრობლემების შესახებ საქართველოში. საავტორო უფლებებისა და ზოგადად ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კვლევები მრავლად არ გვხვდება ქართულ აკადემიურ წრეებში და გიგა გაზდელიანის სამეცნიერო მოღვაწეობა მნიშნველოვან შენატანს წარმოადგენს სფეროსათვის.
ტატა ბრეგვაძე
კომენტარები