საქართველოში მოთოვს. შესაძლოა, მოთოვოს თბილისშიც – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 18-19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს. 20 დეკემბერს შედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.
თბილისში კი 18-19 დეკემბერს, დღის საათებში, შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 21 დეკემბრიდან კი დედაქალაქშიც აცივდება.
კომენტარები