“მთავარი არხის” ინფორმაციით, თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს, დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა მეზობლის ჩადენილია, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. მედია წერს იმასაც, რომ მათი ინფორმაციით სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, თუმცა შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი და ცხედრებს წამების კვალი ეტყობა, გვამების გადამალვა ორმოში სცადეს.
მოკლულები ფასანაურში გადაასვენეს. ქალი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
კომენტარები