უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს. ის და მისი მეუღლე თბილისის საერთაშორიოს აეროპორტში გააჩერეს:
“ველოდებით და არ გვიშვებენ. სასაზღვრო კონტროლზე ვართ. არაფერს გვეუბნებიან ამბობენ რომ სისტემური შეფერხებაა. ნახევარ საათზე მეტია არ გვიშვებენ. მე გორდონის მთავარი რედაქტორი ვარ და დიმიტრი გორდონთან ერთად ვიმყოფები აქ და არ გვიშვებენ. არც არაფერს მეუბნებიან” – ამბობს ალისია ბაცმანი
გორდონის გარდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
ოთხივე მათგანი თბილისში, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორდონი უკვე გაფრინდა უკან და წასვლამდე მან განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა მას არ ჰქონია.
კომენტარები