ფოტო – The Economist
ბრიტანეთში გამომავალმა ჟურნალმა The Economist-მა წლის სახელმწიფოდ უკრაინა დაასახელა.
“ჩვეულებრივ The Economist-ის წლის სახელმწიფოს არჩევა რთულია. ავტორები და რედაქტორები, როგორც წესი, იწყებენ თავისუფალ დებატებს, კამათობენ. წელს, პირველად არჩევანი მკაფიოა – ეს მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს.
ეს საპატიო ტიტული, როგორც წესი, ენიჭება ქვეყანას, რომელიც, ჩვენი პერსპექტივით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა. ამ ჭრილში უკრაინა უჩვეულო არჩევანია, რადგან ცხოვრება უკრაინელთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვნად გაუარესდა მას მერე, რაც თებერვალში მათ ქვეყანაში ვლადიმირ პუტინი პროვოცირების გარეშე შეიჭრა. დაიღუპა უამრავი ადამიანი. დაინგრა და დაიწვა ქალაქები. მილიონობით ადამიანმა სახლ-კარი დატოვა. უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით მესამედით შემცირდა. რუსეთის თავდასხმების გამო ბევრი უკრაინელი სიბნელეში კანკალებს. და მაინც, უკრაინელებმა წელს საკუთარი თავი გამოავლინეს. “ჩვენი 2022 წლის ქვეყანა მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს, მისი ხალხის ჰეროიზმისთვის, მჩაგვრელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის”, – წერს გამოცემა.
2021 წლის სახელმწიფოდ გამოცემამ იტალია დაასახელა – კორონავირუსის პანდემიის ფონზე გატარებული გონივრული პოლიტიკის და შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების შერბილების გამო.
კომენტარები