უფლებადამცველი ბაია პატარაია თეა გოდოლაძის შესახებ წერს:
,,ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა Tea Godoladzeს. ის წელიწადნახევარია “საფართან” ერთად იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად, რადგან ძალადობა გამოვლილი ქალია. თუმცა, დღეს სახელისუფლებო მედიები და ქოცპოლიტიკოსებმა თეა იქეთ ჩააყენეს თავის მართლების რეჟიმში, რადგან ძალიან ყელში ეჩხირებათ მისი შეუპოვარი ხმა შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და თბილისის ავბედით განაშენიანებაზე.
საქართველოში მოძალადეებმა ზოგადად დაიწყეს მსხვერპლი ქალებისთვის ცრუ ბრალდებების წაყენება. თეას შემთხვევაშიც ასე იყო, თუმცა, თეას წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა სასამართლომ. გვეგონა, ასე დასრულდებოდა ეს მოძალადის მოგონილი მორიგი აფიორა, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად თეას ახლახანს ბრალი წაუყენეს სრულიად შეთითხნილ საქმეზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა თეა გოდოლაძის გაჩუმქების მცდელობა.
დღეს ხელისუფლებას შიშის ზარს სცემს ყველა ადამიანი, ვინც შოვში მომხდარი უბედურების გამოკვლევას და ანალიზს ცდილობს და პასუხს სთხოვს სახელმწიფოს. ხან ვის ეცნენ და ხან ვის: ჯელაძის მერე თეას ჯერია. ცდილობენ რეპუტაცია შეულახონ და აიძულებენ მისთვის ტრამვულ გამოცდილებაზე საჯაროდ საუბარს.
არ მოგცემთ უფლებას ისრები გადაიტანოთ თეას კრიტიკული განცხადებებიდან თეას პირად ცხოვრებაზე. შეწყვიტეთ ის შეთითხნილი საქმეც, რომელიც ახლა გაგახსენდათ რატომღაც და ეს შავი პიარიც. ბოლომდე მოგთხოვთ პასუხს შოვში დაღუპულებზე – ქართული ოცნების კისერზეა ეს მსხვერპლი, რომლის არიდებაც ნორმალურ სახელმწიფოში შესაძლებელი იქნებოდა.”
კომენტარები