„ახალი საქართველოს“ ლიდერი იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც 2020 წლის არჩევნებს ეხებოდა, ეხმაურება:
„თეა წულუკიანი გამოიჩევა თავისი ყელმოღერებული და არაადეკვატური განცხადებებით. დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თეა წულუკიანი იქნება ის პირველი ვინც სამჯერ კი არა ოცდაათჯერ უარყობს ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“. რაც შეეხება მის განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით, სერიოზულადაც კი არ უნდა მივიღოთ წულუკიანის ეს გამონათქვამები იმიტომ, რომ ის არის ჩვეულებრივი მსახური დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც ხვალ საქართველოს ისტორიიდან გაქრება“
კომენტარები