თეა წულუკიანს მხარს ვუჭერ არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც მინისტრს, რომელმაც სამუზეუმო დარგი ძალიან სწრაფად გამოაცოცხლა და გააკეთა ის, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ პატიოსანი მოქალაქის და მათ შორის ისტორიკოსის მოვალეობაა, თქვას სიმართლე. მე ვამბობ სიმართლეს და ეს არის გადამოწმებადი. დაახლოებით სამი წელია, ვიბრძვით იმისთვის, რომ ნგრევის პირას მისულ შენობაში, სადაც ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ასობით ვერცხლის ნივთი იდო და წყალი ჩამოდიოდა, მინისტრმა ეს პრობლემა ერთ თვეში გადაჭრა. მე გირჩევთ, შეიხედოთ მათ სამზარეულოში, ვინც ყველაზე მეტად ხმაურობს – როგორ მდგომარეობაშია მათი საცავები და საგამოფენო დარბაზები – რა გააკეთეს ამ სფეროში?“ – ამბობს გიორგი კალანდია.
კომენტარები