კულტურის ახალ მინისტრს თეა წულუკიანს სადეპუტატო მანდატი გაუუქმდა – გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 78 ხმით მიიღეს, ორმა დეპუტატმა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
წულუკიანმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდონის უწყება მას შემდეგ ჩაიბარა, რაც ეს სფერო განათლების სამინისტროსგან გამოიყო და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. მის ადგილს პარლამენტში ნინო იობაშვილი დაიკავებს, ის „ქართული ოცნების“ პარტიული სიის 64-ე ნომერია და დღემდე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
კომენტარები