ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი:
“შულავერის კომიტეტი” საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის დროს შეიქმნა 1921 წლის 16 თებერვალს ოკუპირებულ შულავერში. რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდა 7 მოღალატე: ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, გიორგი ელისაბედაშვილი, საშა გეგეჭკორი, ამაიაკ ნაზარეტიანი და ბესარიონ კვირკველია.
კომიტეტი წითელ, საოკუპაციო ჯართან ერთად დამოუკიდებელი ქვეყნის სტრუქტურებს და ინსტიტუტებს ანადგურებდა და მათ ანაცვლებდა საოკუპაციო, საბჭოთა სტრუქტურებით…
დღეს შულავერის კომიტეტის ახლიდან შექმნა აღარ სჭირდება რუსეთს – ათასობით მისი პირდაპირი თუ ირიბი მომხრეებით და აგენტებითაა სავსე სახელისუფლებო სტრუქტურები, რიგი ოპოზიციური პარტიები, საზოგადოებრივი, რელიგიური თუ მედია ორგანიზაციები.
მერე, დროგამოშვებით, ურემი რომ გადაბრუნდება ხოლმე, გავიხსენებთ ლუსტრაციის კანონს. მის ასამოქმედებლად კი არაფერს ვაკეთებთ.
ბოლოს უცხოეთის აგენტი როდის გამოვლინდა ამ ქვეყანაში? 15 წლის წინ? ან რუსეთის “რბილ ძალას” რით შევებრძოლეთ? არაფრით. პირიქით, გადაჭარბებით ვასრულებთ რუსეთის გეგმებს საქართველოში. თებერვალი ბოლშევიკებს და მათ მემკვიდრეებს ძალიან უყვართ. ახალი კანონი აქვთ მისაღები .”
კომენტარები