თელავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, ქალაქის გასასვლელთან, მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები.
კომენტარები