ფოტო – კახეთის ხმა
“კახეთის ხმის” ინფორმაციით, ქალაქ თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოიშლა.
არსებული ინფორმაციით, პირველ სართულზე დამონტაჟებული რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის მიზეზი დიდთოვლობა გახდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის თქმით, აღნიშნული კორპუსის გარეფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წლის წინ განხორციელდა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში იმოქმედებს.
კომენტარები