ადვოკატი, სოფო ბონდარენკო:
“4 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებმა (მარინა იმერლიშვილი, ვერა დოლიძე, მაკა გორგოძე) მიიღეს ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ.ს-ის მიმართ (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და გასაღების საქმე).
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოზე პროკურატურამ ვერ დაარწმუნა სასამართლო გ.ს.-ს დანაშაულში, სააპელაციო სასამართლომ იგივე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
არადა, საქმეში ფაქტი არ არსებობდა, საქმეში არ დევს არც ერთი ექსპერტიზის შედეგი: ბიოლოგიური, კომპიუტერული, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ფოტო-ვიდეო და ჰაბიტოსკობიური- მოპოვებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებზე და ხმის ნიმუშზე ექსპერტიზის დასკვნები ფიზიკურად არ არსებობს! ისევე როგორც არ დევს საკონტროლო შესყიდვის ფაქტი, ოპერატიული თვალთვალი კონფიდენტზე ადგნენ ასე და დაადგინეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს პროკურორი აცხადებდა განაჩენს.
მგონი 90-იანები სანატრელი გაგვიხდა. ქვეყანა ჩამოშლილია… თემიდა კი არ დაბრმავდა, გარდაიცვალა და ბოლომდე დასამარდა.
ამ სამეულს მინდა ვუთხრა, რადგან სამართლებრივი არაფერი დაგრჩათ: მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! სხვა ვერაფერი გადაგარჩენთ. მოწამეთობას გილოცავთ ადამიანებო!
კომენტარები