სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მალხაზ მაჩალიკაშვილი, “ჯორჯიამ თაიმსის” ეთერში, ამბობდა:
“მე ამ ბრძოლის გაგრძელებას ახლა ვიწყებ – ეს დასასრული არ არის.
მე დღეს ის ტელეფონი ხელში რომ ავიღე, თემირლანის ცხოვრება ავიღე ხელში – დღეიდან დაიწყება ბრძოლა. თემირლანის საქმე სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო და მალე პასუხი იქედანაც იქნება.
დამნაშავედ ვთვლი სოსო გოგაშვილს, ირაკლი ჩიმაკაძეს და სპეც. ოპერაცია ვინც დაგეგმა. ყველას სახელი და გვარი ვიცი, ყველა ვინ არის ვიცი, ყველას თითოეული ნაბიჯი ვიცი, კეთილს ინებებს ეს ამოსაწყვეტი ხელისუფლება, ეს რუსულ-ქართული ოლიგარქიული ხელისუფლება, ან დასჯიან იმ ადამიანებს, თუ არადა, მოვლენები გვანახებს, საით მიგვიყვანს ეს დანაშაული.
თემირლანის სისხლი არავის არ შერჩება, არავის. კანონიერი ბრძოლა იქნება, კანონის ჩარჩოებიდნა არ გავალ, ყველაფერს მივაღწევ კანონიერად, ყველა უნდა დაისაჯოს კანონიერად. რომ მდომოდა კანონს გადავაბიჯო და მოვიქცე ისე, როგორც ბევრი მოიქცეოდა და ამის შესაძლებლობა ყველაზე მეტად მაქვს… მაგრამ მე ქართველ ხალხს იმედს არ გავუცრუებ – კანონიერად ვიბრძოლებ სანამ ყველა არ დაისჯება – გოგაშვილი, ჩიმაკაძე, სამივე სპეცრაზმელი. ეს არავის შერჩება.”
შეგახსენებთ, 15 ივლისს, მალხაზ მაჩალიკაშვილს გადაეცა შვილის ნივთები, მათ შორის, მობილური ტელეფონი.
კომენტარები