მესიჯი გავუგზავნე, კაცო. რა ვიცოდი, მთელს მსოფლიოს თუ მოდებდა?!, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ, „ლელოს“ ლიდერ ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.
„მესიჯი გავუგზავნე, კაცო. რა ვიცოდი, მთელს მსოფლიოს თუ მოდებდა?! მესიჯი გავუგზავნე, რომ მერი რომ დაიწყებს მუშაობას, ვაპირებ ჩასვლას-თქო. მამუკა ჩემი მეგობარია და ჩვეულებრივ, როგორც მეგობარს მივწერე. რა ვიცოდი, ახლა აივანზე თუ გადმოდგებოდა?!
ჩემს თავს დავუსვი კითხვა, რადგანაც წალენჯიხაში ვინაიდან მერი ასეთი აქტიური სპორტსმენია, შეიძლება თუ არა რაიმეს გაკეთება და შედეგის მიღება. ვისაც ეს საკითხი პოლიტიკურ ქვეტექსტში გადაჰყავს, არის ჩამორჩენილობის ყველაზე დიდი დოზა“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ 3 ნოემბერს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში წალენჯიხაში ბინას იყიდის და იქ გადასახლდება, რათა ახალარჩეულ მერს გვერდით დაუდგეს და „წალენჯიხა ოაზისად აქციოს“. ამ მიზნით მან ბიზნესმენებსაც მოუწოდა, მათი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ და მოგება იქ დატოვონ.
ამასთან, ადგილობრივ ბიუჯეტში არა მოგების, არამედ ქონების გადასახადი შედის.
„იმედინიუსი“
კომენტარები