თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი, კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს „კოვიდ-19“ პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა.
კომენტარები