აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
„თენგიზა საგარეჯოელის სადღეგრძელოზე ვისაც გაეღიმა, იმათთვის ვიტყვი მხოლოდ:
თენგიზა კიტოვანი იყო ერთი რეგვენი აღმსრულებელი და თუ მაინცდამაინც საქართველოს დამაქცეველის გინება გსურთ, მის იდეოლოგიურ და ფინანსურ მხარდამჭერებს და შემქმნელებს აგინეთ. აი იმ ხალხის ძალისხმევით დაიქცა საქართველო სინამდვილეში. მაგრამ, ეგ რომ დააპიროთ, ზოგი მთაწმინდიდან გეყოლებათ მოსათხრელი, ზოგი დიდუბიდან, ზოგი კრწანისიდან, ზოგი ქაშვეთიდან, ზოგი მთლიანად სარწმუნოებიდან, ზოგი სამეგობროდან, ზოგიც საერთოდ ისტორიიდან და ზოგიც ცოცხალია და ისეთი გავლენიანი, რომ მაგ გინებას უკან გადაგაყლაპებთ; ამიტომ, თუ მაგას ვერ იზამთ, დაფიქრდით, იქნება არც უბედური თენგიზას გინება ღირდეს. სასაცილოა მკვდარს მიდევნებული ლანძღვა-მუქარა და იმიტომ.“
კომენტარები