ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნაცოპოზიცია და მისი ვასალები ცდილობენ, რომ დათესონ პანიკა, მოითხოვენ არჩევნების გადადებას, იგონებენ ათას მავნებლურ ტყუილებს და ა.შ. ამ სექტის ჩვეული სტრატეგიაა.
საზოგადოებამ კი იცის, რომ მოულოდნელი გლობალური პანდემიის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ სწორი ტაქტიკა აირჩია და წარმატებით მართა/მართავს პანდემია (ს).
ეს იყო პირველი ეტაპი, როდესაც მსოფლიოში არ არსებობდა მკურნალობისა და ვირუსის მართვის გამოცდილება და ჩვენ მკაცრი ‘ლოქდაუნის’ მიღება დაგვჭირდა, რომ საქართველო ახალ ვირუსს წარმატებით გამკლავებოდა. არც ოფიციალურ პირებს და არც მედიკოსებს არასოდეს უთქვამთ, რომ ინფიცირებულთა მატება არ იქნებოდა! გაიხსენეთ მეორე, მესამე ტალღებზე მათი პროგნოზები.
სამწუხაროდ, მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცის ზუსტი პერიოდი, თუ როდის შევძლებთ პანდემიის დამარცხებას.
ამავდროულად დღეს, ქვეყანას უკვე დაუგროვდა ვირუსის მართვის გამოცდილება, მობილიზებულია შესაბამისი რესურსები და მოწყობილია ინფრასტრუქტურა.
აქედან გამომდინარე, იმ ტიპის შეზღუდვები, როგორიც ადრეულ ეტაპზე იყო შემოღებული, ვეღარ დაწესდება. ქართული ეკონომიკის გარე სამყაროსგან განუსაზღვრელი პერიოდით იზოლირება შეუძლებელია. ასე იქცევიან მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც, სადაც კორონავირუსის მატება გაცილებით მეტია.
ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, მაქსიმალურად დავიცვათ წესები ვიდრე პანდემია დასრულდება. ამ პროცესში სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და მოქალაქეებს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
“კორონა არა ისა. არ მჯერა, 5G, დაჩიპვაზე” და მსგავსი სულელური ნარატივების ავტორებზე უკომენტაროდ!
ვხედავთ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა დაიცვას ოქროს შუალედი – ერთი მხრივ, ვირუსის გავრცელების შეკავებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს შორის. ამავდროულად სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ არსებული წესების დაცვის კუთხით ეფექტიანი კონტროლი განახორციელოს.
კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო მართლაც იქცა ერთ-ერთ სამაგალითო სახელმწიფოდ, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს (‘დასერჩეთ’ ინტერნეტი).
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ასევე ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა იქნება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პირველი დაძლევს პანდემიით გამოწვეულ კრიზისს და სწრაფად გადავა ეკონომიკური განვითარების რელსებზე.”
კომენტარები