ვახტანგ გომელაურის უწყებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 5`672`400 ლარი გამოიყო 60 პიკაპის შესაძენად.
ოპერატიული დანიშნულების, სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის 60 (სამოცი) ერთეული სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით მოხდება.
ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.
შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს თეთრი ფერის.
როგორც ჩანს, საქმე ფერშია, ბოლო დროს, შავი ფერი აღარ არის მოდური!
კომენტარები