თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ქორიძის განცხადება:
„54 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, დღეს სამი ახალი შემთხვევა დაგვემატა. ეს შემთხვევები საკარანტინე სივრცეებიდანაა. აღნიშნული პირები ინფიცირებულების – ექთნისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის ოჯახის წევრები არიან.
ექთნები გადავამზადეთ და ჩვენ თვითონ დავიწყეთ ტესტების აღება. გუშინ, 15 საკვლევი მასალა ავიღეთ, ლუგარში გადავაგზავნეთ და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი მოვიდა. PCR ტექნოლოგიით სულ ჯამში 308 ანალიზი გვაქვს აღებული, კარანტინში 46 ადამიანი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 40 პირი. დღეს დამატებით, 13 პირის ტესტირებას ვგეგმავთ. დღევანდელი დღის მონაცემებით რაონის მასშტაბით თერმოსკრინინგი 12182 ადამიანს ჩაუტარდა და რაიმე საეჭვო სიმპტომი არ გამოვლენილა. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის, სავარაუდოდ, ყველაზე ბოლოს ჩვენთან მოიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები საკარანტინე სივრცეში ვლინდება, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი არ არის“
კომენტარები