კლიმატურმა ცვლილებებმა, ყინულის დნობამ და არქტიკის ტერიტორიაზე ნავთობისა და სხვა სახის საწვავი პროდუქტების ამოღების გამო თეთრ დათვებში კანიბალიზმის ფაქტები გაახშირა. საკვების ნაკლებობის გამო დიდი ზომის მამრი დათვები თავს ესხმიან მდედრებს ან დათვის ბელებს და მათით იკვებებიან.
ყინულის დნობა, ტემპერატურის მატება და სამრეწველო კომპანიების სულ უფრო ჩრდილოეთით გადანაცვლებამ მათი სანადირო არეალი შეზღუდა, ასევე შემცირდა იმ ცხოველთა რაოდენობა, რომლითაც დათვები იკვებებიან.
“კანიბალიზმის შემთხვევები თეთრ დათვებში ადრეც იყო შემჩნეული, თუმცა უკანასკნელ ათწლეულში ამგვარი ფაქტებს რიცხვმა მკვეთრად იმატა,” – აღნიშნავენ მეცნიერები.
კომენტარები