სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის საქართველოს კორონავირუსის ვაქცინები გამოუყოს.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თეთრმა სახლმა სულ ახლახანს დაადასტურა და განაცხადა ამის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები“, – განაცხადა შაჰინმა.
მანვე აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება საქართველოსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
„გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსულიყავით და ადგილზე გვენახა ადმინისტრაციული გამყოფი საზღვარი, ჩვენ ვნახეთ თუ რაოდენ დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსი ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. გავეცანით პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის მომსახურება თუ განათლება. რუსეთის ქმედება აშაკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მყოფი სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს, რომელიც ამ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს სთავაზობთ უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია შესთავაზოს. ზუსტად ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს და საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას იმისათვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისათვის და მეტად შეძლონ მათ თავისი უფლებების გამოვლენა. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად“, – განცხადა შაჰინმა.
კომენტარები