“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი:
“საცაა 1 წელი გახდება რაც ემიგრაციაში წამოვედი. ყველაფერი ნულიდან დავიწყე, ჯერ თევზის საწარმოში ვიმუშავე 3 თვე, მერე ვარშავაში ვტაქსაობდი, ამასობაში ცოტა პოლონურიც ვისწავლე და დღეს ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ.
აქ ცხოვრება ნამდვილად არაა ადვილი. ზოგადად ცხოვრება ისედაც ძნელია, მარაა ევროპაში უფრო ძნელია. სამსახურის შოვნა კია ადვილი მარაა პირობებია ძნელი.
ბევრ ქართველს შევხვდი აქ რომლებიც დიდიხანია აქაა და ძაან წვალობს. მარაა უკან დაბრუნებას ვერ უხსენებ.
იქ რა ვაკეთო, ჩავალ თუ არა ბანკი დამირეკავს, მეზობელი, ნათესავი და რავი დავრჩები ნულზე.
ზოგი ვინც “ჩალიჩაა” კარგადაა, საკმარისი შემოსავალი აქვს, თავსაც ირჩენს და სხვებსაც არჩენს.
მეც ამ ეტაპისთვის ნორმალურად ვარ, უფრო მეტს მეტი დრო და საბუთების მოწესრიგება ჭირდება. “კარტა პობიტუს”, რომ ავიღებ მერე ვიზამ, სხვა და სხვა ქვეყნებს მოვინახულებ და სხვა და სხვა კულტურას,
ერთი მწერდა დღეს, ჩვენი ქვეყანა გავხადოთ წარმატებულიო.
ანუ დაბრუნდიო. კარგია ვიღაცას მაგის ოცნება რომ შეუძლია. გადახედეთ აბა ვინ ცდილობს ხელისუფლების სათავეში მოსვლას და ამიხსენით რანაირად უნდა გახდეს ეს ქვეყანა წარმატებული, გაუნათლებელი და კონფორმისტი ხალხის ხელში. აქედან არავინ დაბრუნდება და უფრო მეტი წამოვა “
კომენტარები