“ტვ პირველის” ინფორმაციით, თიანეთში, სოფელ ალოტში, საგზაო სარემონტო სამუშაოების წარმოების დრო მუშა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ 16 საათზე მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ლეტალური შედეგი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დადგა.
ალოტში საგზაო სამუშაოებს თიანეთის მერის, ლევან წიკლაურის, ძმა ახორციელებდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ყველა ინფრასტრუქტურულ ტენდერს რაიონში სწორედ გამგებლის ოჯახის წევრი იგებს.
ჭირისუფალს კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ტრაგიკული შემთხვევა სწორედ მუშის გამო მოხდა.
კომენტარები