1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
დღეს SME სექტორისთვის დიდი გამოწვევას წარმოადგენს გაყიდვების არხების სწორედ შერჩევადა მსხვილ, საცალო გაყიდვების ქსელებთანმოლაპარაკება.
ერთ მხარეს არიან მცირე მეწარმეები, რომელთაცმასობრივ სეგმენტზე გასასვლელად სჭირდებათსწორი გაყიდვების არხები, ხოლო მეორე მხარესმსხვილი სუპერმარკეტები, რომელთან პროდუქციისდიდი ნაწილის იმპორტი უწევთ, რადგანადგილობრივი მეწარმეები ვერ ახერხებენ მათიმოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისიხარისხით.
მეწარმეების მხარეს იკვეთება ისეთი პრობლემები,როგორიცაა არასწორად შერჩეული არხები, მიწოდების არაკონსისტენტური ვადები, ხარისხისკლება ქსელში შესვლის შემდეგ და ა.შ.
ორმხრივი თანამშრომლობის მიზანია ამ პრობლემისმოგვარება, მეწარმეებში ცნობადობის ზრდისა დამათთვის სწორი ინსტრუმენტების მიწოდების გზით.
პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მათ შორის განათლებას, რომელიც გადაამზადებსმეწარმეებს.
1 on 1 შეხვედრებს ქსელურ სუპერმარკეტებთან, კურსის ბოლოს შერჩეული მეწარმეები შეძლებენ პირისპირ გასაუბრებას იმისთვის, რომ მოხდეს მათიპროდუქციის შეტანაზე საბოლოო მოლაპარაკება.სხვადასხვა აქციები მცირე მეწარმეებისპროდუქციაზე და B2B გამოფენა, სადაც მცირე დასაშუალო მეწარმეები შეძლებენ საკუთარიპროდუქციის დემონსტრირებას ქსელური სუპერმარკეტებისთვის და სხვა პოტენციურიგაყიდვების არხების წარმომადგენლებისთვის.
(R)
კომენტარები