თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Techიწყება.
Junior Tech-ის პროგრამა გულისხმობს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და მოზარდების გადამზადებას ტექნოლოგიების მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები გაივლიან შემდეგ სასწავლო მოდულებს:
პროექტის ხანგრძლივობა რვა თვეა და ის ჯამში თბილისსა და ბათუმში 100 ბენეფიციარის გადამზადებას გულისხმობს.
„განათლება და ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. Junior Tech-ის პროექტი ერთ-ერთია თიბისის ინიციატივებს შორის, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ახალგაზრდების გვერდით ვდგავართ და ვუქმნით უფასო წვდომას ხარისხიან განათლებაზე.” – თამთა კუპრაძე, თიბისის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბენეფიციარების ჩართულობას სრულად აფინანსებენ.
პროგრამის მხარდამჭერია თიბისი.
კომენტარები