თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის – თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202კურსდამთავრებული ჰყავს.
ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებაზე მიმართული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.
კურსდამთავრებულთა შეხვედრაზე თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელმა მაკუნა თავბერიძემ, კურსდამთავრებულებთან და ლექტორებთან ერთად თიბისი კამპუსის ძირითადი ღირებულებები განიხილა და განათლების ხელშეწყობის, როგორც თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თიბისი 2025 წელსაც აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინიციატივების ფარგლებში განათლების პლატფორმების გაძლიერებას. გვინდაახალი თაობისთვის ბევრი საინტერესო პროგრამა შევქმნათ, რათა მეტ ახალგაზრდას მივწვდეთ განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა და მეტად მრავალფეროვანი საგანმანათლებლო დისციპლინები შევთავაზოთ. თიბისი კამპუსის კურსები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას,უნივერსიტეტში სწავლისა თუ არსებული სამსახურის მიღმა, დაეუფლონ იმ უნარებსა და ტექნიკურ ცოდნას, რაც მათ სამსახურში სხვადასხვა განხრით დასჭირდებათ“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
თიბისი კამპუსი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ 18-24 წლის ახალგაზრდებს, მიუხედავად მათი ინტერესებისა, ბიზნესის მიმართულებისშემსწავლელი ონლაინ კურსების გავლას სრულიად უფასოდ სთავაზობდა.
კამპუსის პირველ ნაკადში მონაწილეობით, მთელი საქართველოდან, 6037 სტუდენტი იყო დაინტერესებული. ორეტაპიანი კონკურსის შემდეგ კი 302 სტუდენტი შეირჩა, საიდანაც 202-მა სასურველი კურსები სრულად გაიარა.
თიბისი კამპუსის საგანმანათლებლო პლატფორმაზე სტუდენტები ყველა იმ კურსს აღმოაჩენდნენ, რომლებიც მომავალში მარტივად დასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარებათ, ესენია: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, მეწარმეობის და ბიზნესის დაგეგმარება, სარეკლამო კონტენტისშექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO დაციფრული მარკეტინგი. თიბისი კამპუსის კურსების პარტნიორია „კოლაბი“.
თიბისი კვლავ განაგრძობს ახალი თაობის ხელშეწყობას და თიბისი კამპუსის საგანმანათლებლო პლატფორმაზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
(R)
კომენტარები