თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
პროგრამაში, რომელიც Microsoft-ისა და NVIDIA-სთანაორგანიზებით ტარდება, რეგისტრაცია ქართულ სტარტაპებსაც შეუძლიათ. აქსელერატორის მიზანიაშეარჩიოს რეგიონის 15–20 საუკეთესო Fintech დაInsurtech სტარტაპი ან Scaleup–ი, რომლებიცხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიანინოვაციურ გადაწყვეტილებებს ფინანსურ და დაზღვევის სექტორში.
მონაწილეებს თვენახევრის განმავლობაში ჩაუტარდებათ Microsoft-ისა და NVIDIA-ს ექსპერტებისონლაინ მენტორინგ სესიები; შემდეგ კი, ფინალურ დემო დღეზე წარადგენენ საკუთარ იდეებს წამყვანიტექნოლოგიური და საფინანსო ლიდერების წინაშე.
თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, რომელიც აქტიურად ავითარებსხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულგადაწყვეტილებებს, ასეთი ტიპის პარტნიორობებიმნიშვნელოვანია. პროგრამის მიმდინარეობისას,თიბისის წამყვანი ექსპერტები გაუზიარებენმონაწილეებს ბანკის ხედვას, სტრატეგიასა დარეალურ AI ქეისებს, რაც სტარტაპებს დაეხმარებასაბაზრო მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტებისგანვითარებაში.
AI Accelerator-ზე, 13 აპრილის ჩათვლით,შესაძლებელია რეგისტრაცია იმ სტარტაპებისა დატექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიცოპერირებენ Fintech/Insurtech სფეროში და მათი პროდუქტი ბაზარზე უკვე ფუნქციონირებს.
აქსელერაციის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ:
არ გაუშვა შანსი – გაიარე რეგისტრაცია 13 აპრილის ჩათვლით ბმულზე – https://shorturl.at/gTioL
(R)
კომენტარები