კომპანია “ხაოს მარანი” დაუდიშვილების ოჯახური მეღვინეობაა, რომელიც ქალაქ გურჯაანში 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
11 წლის წინ 400 ტონა ყურძნის გადამუშავებაზე გათვლილი საწარმოს წარმადობა დღეს უკვე 6000 ტონას აღწევს. სახელმწიფო პროგრამების დათიბისის პერმანენტული მხარდაჭერით “ხაოსმარანი” გაფართოებას დღესაც განაგრძობს.
“სახელი “ხაოს მარანი” მამაჩემს უკავშირდება, რომელიც ჩვენს მხარეში განთქმული მეღვინე იყო, მამას ხაო ერქვა და მის ღვინოსაც ყველა ასეიცნობდა – ხაოს მარნის ღვინო. 2013 წელს როცაოჯახური ტრადიცის გაგრძელება და ღვინისსაწარმოს აშენება გადავწყვიტე, სახელზე ბევრი არმიფიქრია.
დღემდე ასე მოვდივართ, მე და ჩემი შვილებივუძღვებით ამ საქმეს, რა თქმა უნდა, გვყავსპროფესიონალი ღვინის ტექნოლოგები და ქარხანაშიდასაქმებული ადამიანების რაოდენობა წლიდანწლამდე იზრდება. ამჟამად მუდმივად დასაქმებულია70 ადამიანი, მაგრამ ყურძნის მიღების სეზონზემუშახელს კიდევ ვიმატებთ”, – ამბობს გოჩადაუდიშვილი, “ხაოს მარნის” დამფუძნებელი.
საწარმოში ყველაზე მეტად აქტიური პერიოდი მაშინაქვთ, როცა კახეთში რთველია და ქარხანაშიყურძნის მიღებას იწყებენ, ეს პერიოდი აგვისტოშიიწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბობს კახური ღვინოები, “ხაოს მარანი” იმერულ და რაჭულ ღვინოებსაცაწარმოებს.
“ხაოს მარანში” 30-მდე სახეობის ტრადიციული დაასევე ევროპული წესით დაწული ღვინო იწარმოებადა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ღვინის დიდინაწილი საქართველოში იყიდება. როგორც გოჩადაუდიშვილი ამბობს, ყველაზე პოპულარული “ხაოსმარნის” რქაწითელია და თვეში დაახლოებით 100-110 ტონა იყიდება.
“ჩვენი მარნის მისიაა ნატურალური, მაღალხარისხიანი ქართული ღვინისა და სხვაალკოჰოლური პროდუქციის წარმოება. წლიდანწლამდე ვვითარდებით და უფრო და უფრო უკეთესიხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი ქარხნისტერიტორია 3 ჰექტარია, გვაქვს ჩვენივე ღვინისსაცავი და სამაცივრე მეურნეობა. ხარისხით დატექნოლოგიურად მე ქართული ღვინოს პირველადგილზე ვაყენებ,” – გოჩა დაუდიშვილი.
ახლა “ხაოს მარანში” რთველის მოლოდინია, წლევანდელ სეზონზე 7-დან 8 ათას ტონამდე ყურძენს მიიღებენ და გადაამუშავებენ. მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გააქვთ ექსპორტზე აზიის ქვეყნებში – ჩინეთში, ყაზახეთში და სხვ. გოჩა დაუდიშვილი ამბობს, რომ ამჟამად ახალი ქვეყნების ბაზრების ათვისებაზე მუშაობენ, სამომავლოდ, კი საექსპორტობაზრების გაფართოება და “ხაოს მარნის” ღვინოების ევროპის ქვეყნებში შეტანა სურთ.
(R)
კომენტარები