თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის
დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. კონკურსი BTU – ბიზნესისა და
ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით ჩატარდა.
ფინალში გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც საქართველოს სახელით აშშ-ში,
კერძოდ ფლორიდაში Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო
ჩემპიონატზე გამოვლენ.
რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა
ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. მონაწილეებს, შეჯიბრისთვის მიეცათ დავალება,
რომლის მიხედვითაც შეასრულეს პრინტ ნამუშევრები თემაზე: ჰაერის დაბინძურება –
საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის.
ნამუშევრები, ჟიურის წევრებმა, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და 3
საუკეთესო გამოავლინა:
* მარიამ ბაღათურია
* ლიზი ნოზაძე
* ალექსანდრე ხალვაში
კონკურსისთვის სპეციალურად შეირჩა ჟიურის წევრები: გიგი ჯანელიძე – თიბისის
დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, დავით კუპატაძე – სილქროუდ ჯგუფის არტ
დირექტორი და ბეკი ფანცხავა – მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტი, BTU-ს
მოწვეული ლექტორი.
Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც
Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის
პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების
იდენტიფიცირებაა.
პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.
პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer. პროექტის ტექნოლოგიური
პარტნიორია Lenovo.
კომენტარები