BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით საქართველოში Adobe–ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი გაიმართება. პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.
Adobe–ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ–ში, კერძოდ ფლორიდაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდები სრული დაფინანსებით მიიღებენ. აღნიშნულ ჩემპიონატში დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთვებიან.
Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport–ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe–ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ–ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.
მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop–ს, Adobe Illustrator–ს დაAdobe InDesign–ს (ან მათ მიერ არჩეულ კომბინაციას).
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 22 წლამდე ასაკის, დიზაინით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც, 2023 წლის 12 მაისამდე ჩააბარებენ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სასერტიფიკატო გამოცდას:
აშშ–ში, გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით: I ადგილი – 8000 აშშ დოლარი, II ადგილი – 4000 აშშ დოლარი, III ადგილი – 2000 აშშდოლარი.
დამატებითი დეტალები იხილეთ www.creathon.ge
პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.
პროექტის პარტნიორები არიან GITA, ACAG, Marketer.
პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.
კომენტარები