იტალიის საელჩოს ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, ორი იტალიელი გენიოსის, მიქელანჯელოსა და რაფაელის ხელოვნება თბილისშიკვლავ დაბრუნდა. ხელოვნების მოყვარულები მათ შემოქმედებას, ამჯერად არა გამოფენის, არამედ თეატრალური წარმოდგენის სახით გაეცნენ.
სპექტაკლში „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ თეატრი, სახვითი ხელოვნება და მუსიკაა შერწყმული. 20 წლიანი ისტორიის მქონე ექსპერიმენტულმა თეატრალურმა დასმა „Teatri 35”,კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე, წარმოადგინა სპექტაკლი, რომელიც მიქელანჯელოს გენიალურ ქანდაკებებსა და რაფაელის ღვთაებრივ ფერწერას ეძღვნება. დასის მსახიობებმა, იტალიური რენესანსის ორი უდიდესი წარმომადგენლის ხელოვნება ჟესტების, ფერების, გამოსახულებებისა და მუსიკის მეშვეობით გააცოცხლეს.
წარმოდგენა გაიმართა ვივალდის, ბახის, ჰენდელის და ბაროკოს პერიოდის სხვა კომპოზიტორების, კორელის, მერულასა და ლოკატელის მუსიკალურინაწარმოებების თანხლებით. მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის სახელმწიფო კამერულმაორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“, შესანიშნავმა ქართველმა თეორბისტმა გიორგი კუზანაშვილმა და ნიჭიერმა აზერბაიჯანელმაკონტრტენორმა ილჰამ ნაზაროვმა შეასრულეს.
თეატრალური წარმოდგენა „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ ერთ-ერთი ღონისძიებაა პროგრამიდან, რომელსაც იტალიის საელჩო კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2024 წლის შემოდგომაზე ატარებს.
თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარიმხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია,როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიანი და თანმიმდევრული ხელშეწყობა. ამის მაგალითია სპექტაკლი „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“, რომელიც ხელოვნების ახლებურად დანახვისა და აღქმის უნიკალური შესაძლებლობაა.
(R)
კომენტარები