Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის– Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა დადევიზი No AI without APIs იყო.
სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის და ინდუსტრიის ლიდერები, დეველოპერები და ანალიტიკოსები დაესწრნენ, რომლებმაც API-ს მნიშვნელობაზე ისაუბრეს ინტელექტუალური, მასშტაბური და უსაფრთხო AI გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
კონფერენცია თიბისის ტექ. გუნდის წევრებისთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა
“ვფიქრობ, სამიტზე მიღებული გამოცდილება პროგრესული იყო, როგორც ჩვენთვის, გუნდისთვის, ისე – თიბისისთვის. მიღებული ინფორმაციითა და განხილული პროდუქტებით, შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი გუნდისა და ზოგადად, კომპანიის შემოქმედებითობა გავაუმჯობესოთ დამომხმარებლებს ჩვენი პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ”, – ამბობს ირაკლი ბაკურაძე, თიბისის ტექ.გუნდისწევრი.
“ცოდნა, რომელიც API პროდუქტების მასშტაბის შესახებ შევიძინე, ფასდაუდებელია – უფრო ნათელი გახდა, რა მასშტაბებს შეიძლება მისწვდეს API პროდუქტები, თუ რამხელა პოტენციალი აქვს დაროგორ შეიძლება გამოვიყენოთ ის ჩვენთვისსასარგებლოდ”, – ამბობს ელენე ჩოთალაშვილი, ტექ. გუნდის წევრი.
სამიტზე, თიბისის ტექ. გუნდის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტექნოლოგიურ სფეროში წარმატებული ადამიანები გაეცნოთ და ახალი კონტაქტები შეეძინათ. საქართველოში დაბრუნებული გუნდი პარიზში მიღებული ცოდნისადა გამოცდილების თიბისიში იმპლემენტაციისთვის მზად არის.
თიბისის ხელშეწყობა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში მხოლოდ ორგანიზაციული სტრატეგიაარ არის – ეს კომპანიაში ინოვაციების დანერგვის პასუხისმგებლობაა. თანამშრომლების უნარების განვითარებაზე ზრუნვით, თიბისი ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია ქვეყანაში.
(R)
კომენტარები