რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანი, ტელეარხ ТНТ-ს დირექტორი და პუტინის აქტიური მომხრე თინა კანდელაკი, 47 წლის ასაკში მესამე შვილის დედა გახდა. როგორც რუსული პრესა წერს, მას და მის მეუღლეს ვასილი ბროვკოს ვაჟი ეყოლათ სუროგატი დედის მეშვეობით.
ჯერჯერობით წყვილს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ისინი ერთად არიან 9 წელია. პირველი მეუღლისგან თინას ორი სრულწლოვანი შვილი ჰყავს – მელანია და ლეონტი.
კომენტარები