რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი “გაზპრომ-მედია ჰოლდინგის” გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაციას gazprom-media.com ავრცელებს.
როგორ გაზპრომ-მედიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, კანდელაკი კვლავაც იქნება პასუხისმგებელი ГПМ Матч ქვეჰოლდინგის განვითარებაზე და ასევე გააკონტროლებს გასართობი ტელეარხების საქმიანობას (ТНТ, ТВ-3, Пятница! და ა.შ.). ამასთან, პასუხისმგებელი იქნება საინფორმაციო სააგენტო Матч-ის გაშვებასა და განვითარებაზე.
სახელმწიფო კორპორაცია Ростех-ის თანამშრომლების ქონებისა და შემოსავლების დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს თინა კანდელაკმა 258,55 მლნ რუბლი (3,533 მლნ დოლარი) გამოიმუშავა. კანდელაკი Ростех-ის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორ ვასილი ბროვკოს მეუღლეა და სწორედ მის ქონებრივ დეკლარაციაში იყო მითითებული თინა კანდელაკის შემოსავლებიც.
კანდელაკის შარშანდელი შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, 100 მლნ რუბლით (1,369,386 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2019 წელს თინა კანდელაკის დეკლარირებული შემოსავალი 158,99 მლნ რუბლს (2,163,634 მლნ დოლარს) შეადგენდა. გასულ წელს მის საკუთრებაში 72,2 კვ.მ-ის ფართობის ახალი უძრავი ქონება გაჩნდა, რაც შენობა-ნაგებობის გრაფაშია მითითებული. მის საკუთრებაშია 312,8 კვ.მ-ის საცხოვრებელი ბინა, 18,1 და 17,2 კვ.მ-ის ორი ავტოფარეხი. ის, ასევე, ფლობს Ducati Monster 797 ბრენდის მოტოციკლს.
Forbes-სთან საუბრის დროს თინა კანდელაკი განმარტავდა, რომ მისი შემოსავლები, ძირითადად, შედგებოდა Матч ТВ-ის ხელფასისგან, დივიდენდებისგან, რომელსაც ბრენდ Ansaligy-ისა და „Школа Красоты“-ის კოსმეტიკურ ბიზნესში მონაწილეობით იღებს, აგრეთვე, სოციალური ქსელების სარეკლამო კამპანიებისგან და ფასიანი ქაღალდებისგან.
„2019 და 2020 წლების შემოსავლებს შორის არსებითი სხვაობა ფასიანი ქაღალდებისგან მიღებული დიდი შემოსავლით არის განპირობებული,“ – აცხადებდა ტელეწამყვანი.
დეკლარიაციის თანახმად, თინა კანდელაკისა და მისი მეუღლის მთლიანი უძრავი ქონება რუსეთში მდებარეობს.
წყარო – ამბები
კომენტარები