ვასილ ივანოვ–ჩიქოვანის დედა, ცნობილი ტელეწამყვანი დოდო შონავა, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შვილის გათავისუფლების შემდეგ, სოციალურ ქსელში, წერს:
თინა ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომ მოვიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად, მე მეორე არხის გენერალური პროდუსერი და გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი, პირველივე შეხვედრაზე მითხრა , რომ მე მისთვის ქართული ჟურნალისტიკის ლეგენდა ვიყავი, “ლეგენდობამ”, რა თქმა უნდა დამძაბა. ერთ კვირაში კი მითხრა:”ერთი თხოვნა მაქვს, ორი ბიჭი მყავს და მასწავლეთ ვასკას ნაირები როგორ გავზარდო”-ო. ვუპასუხე -” პირადი მაგალითით”
კომენტარები